არმაზის ტაძარი და კერპი - უახლესი არქეოლოგიური კვლევის შედეგები

"... განსაკუთრებულ ყურადღებას ექვსაფსიდიანი ტაძარი იპყრობს თავისი არქიტექტორული დეტალებით და ქანდაკების კვარცხლბეკით. ეს კვარცხლბეკი ღირსია იმისა, რომ მასზე ცოტა ხნით შევჩერდეთ. იგი თითქმის კვადრატული გეგმისაა, მისი ოთხივე ფასადი არქიტექტორული თემატიკითაა აღჭურვილი. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ის წარმოადგენს თვით იმ ტაძრის დამცრობილ მოდელს, სადაც იქნა იგი მიკველული 9ექვსაფსიდიანი ტაძრის შიდა სივრცე ასეთივე თიტქმის კვადრატშია ჩაწერილი).
    კვარცხლებკის ზედაპირზე კი მკვეთრადაა ასახული ღვთაების ტერფები - ქანდაკება მარცხენა ფეხს ეყრდნობოდა. მისი ბუდე გაცილებით ღრმაა მარჯვენაზე და ამას გარდა დამატებითი ვერტიკალური ღერძითაც არის აღჭურვილი.
      თუ კვარცხლბეკზე ქანდაკება იდგა, ალბათ ის ბრინჯაოსი იქნებოდა -"მოქცევაის" ტექსტში ძირითადად ლითონის ქანდაკებებზეა საუბარი. ქანდაკება ძალიან ცოტა ხანს მდგარა მასზე (ბაზისზე), რადგან მის ბუდეებში ლითონის კვალის ნატამალიც არ არის. გარდა ამისა, კაპიტელი აშკარად მეტყველებს, რომ ზოგიერთი დეტალის კვეთა ბოლომდე არ არის მიყვანილი.
         ეს გამოვლენილი არქოტექტორული და არქეოლოგიური ძეგლი ქართლის წარმართ მეფეთა რეზიდენციის ბოლო პერიოს - III-IV სს. განეკუთვნება.
          აქ არ შეიძლება არ გავიხსენოთ ნინოსა და მეფე მირიანის დიაგოლი ("მოქცევაი ქართლისაი"). მეფე პირდაპირ მიუთითებს ნინოს, რომ იგი გახდება ღვთაება არმაზის მსახური ანუ იგი მას ქურუმ-ქალობას სთავაზობს და ეს მაშინ, როცა არმაზი სტიქიის მიერ უკვე დამხობილია. ყველაფრიდან ჩანს, რომ მეფე ჯერ კიდევ აპირებს აღადგინოს დამხობილი ღვთაებათა სისტემა.
  

გ. ყიფიანი. "წმინდა ნინო და ძველი საქართველოს დედაქალაქი"

No comments:

Post a Comment