"არმაზციხე" უცხოენოვან წყაროებში

    ბერძნულ-რომაულ წყაროებში არმაზის მთაზე გაშენებულ ციხე-ქალაქს მცხეთაზე უფრო ადრე იხსენიებენ. სტრაბონთან მას ჰქვია "ჰარმოძიკე". ამ სახელწოდებაში ძნელი არ არის ადგილობრივი ქართული დასახელების - არმაციხე - გამოცნობა. პლინიუსი მას "ჰერმასტას" უწოდებს, კლავდიუს პტოლემაიოსი კი - "ჰარმასიკას" ან "ჰარმაქტიკას".


გ.ა. მელიქიშვილი. "ძველი საქართველოს ისტორიისათვის"

No comments:

Post a Comment