ნაწყვეტი მირიან მეფის წერილიდან, რომელიც მან სიკვდილის წინ დაწერა

"... სწორედ იმ დროს გაიხსენა უფალმა ეს ცოდვითა და ეშმაკის ცდომილებით დაბნელებული ქვეყანა... ხოლო მე ვარ ოცდამეთექვსმეტე მეფე მას აქეთ, რაც ჩვენი მამები მეფობენ ქვეყანაში...  და თავიანთ შვილებს თივასავით თობავენ  ჩვენი მამები, რათა კერპების გული მოიგონ, უფრო კი ამ ორი მთისა - არმაზისა და ზადენისა.
     ხოლო როცა დადგა დრო და მოვიდა ესე სანატრელი დედაკაცი ღვთის ძის მოციქული და მახარობელი, წმინდა ნინო... მან აანთო ნათლის სანთელი ჩემ გულში და შუაღამით მეჩვენა მე ბრწყინვალე მზე - ქრისტე, ჩვენი ღმერთი, რომლის ნათელი არ მოიკლებს უკუნისამდე..."


"მოქცევი ქართლისაი"

No comments:

Post a Comment