წმინდა ნინო აღწერს იმას, თუ რა ნახა მან მცხეთაში არმაზის დღესასწაულის დროს

“… ვკითხე იმ ებრაელ დედაკაცს, ეს რა არის მეთქი? მითხრა: “მათი ღმერთთა ღმერთი არმაზი უცხადებს მათ, რომ მის გარეშე სხვა კერპი არ არსებობს”. და მეც წავედი არმაზის სანახავად და დავინახე, რომ ის ბორცვები მოფენილიყო დროშებით და ხალხით, როგორც ყვავილებით. მე მოვასწარი შესვლა არმაზის ციხეში და კერპის ახლოს დადგომა… ცდა, აჰა, დგას ერთი სპილენძის კაცი, ტანზე ოქროს ჯაჭვის პერანგი მოსავს, ოქროს ჩაფხუტი ახუარავს, თვალებად ძვირფასი თვლები აქვს, ხელში გალესილი ხმალი უჭირავს, რომელიც ელვარებს მოძრაობისას. ახლოს ვერავინ ეკარებოდა. ამბობდნენ: “ვაითუ რამე ბიწიერება ჰპოვოს ჩემში და მახვილი დამკრას!” და შიშით თაყვანს სცემდნენ ყველანი – მეფე და ხალხი”.
ამის შემდეგ მოთხრობილია, როგორ ატყდა საშინელი ქარიშხალი, წექა-ქუხილი, დაუშინა სეტყვამ, რომელმაც დალეწა არმაზის კერპი. ეს ამ ბავი ნინომ ღვთის სასწაულად მიიჩნია.

“ქართლის ცხოვრება”

No comments:

Post a Comment